ბარაკ ობამა:   სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-სთვის მოულოდნელი არ ყოფილა

ბარაკ ობამა: სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-სთვის მოულოდნელი არ ყოფილა

სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-სთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეკომპანია "სიბიეს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ კარგი დაზვერვა გვყავს. ვიცოდით, რომ პუტინი ასადისთვის სამხედრო დახმარების გაწევას აპირებდა, რადგან სირიის რეჟიმის დამხობის ეშინოდა", - განაცხადა ობამამ.

მან სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, სირიაში კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური გზით მოგვარდება. ობამამ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიასა და ერაყში სახმელეთო ძალების გაგზავნას არ აპირებს, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო ოპერაციას კვლავ გააგრძელებს.