ავღანეთში ნატო-ს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა ქაბულში, ნატო-ს ბაზის სიახლოვეს მოხდა. ვერტმფრენმა ავარია დაშვებისას განიცადა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 2 ბრიტანელია.