თბილისის მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, მისი გადადგომის თაობაზე ოპონენტების მოთხოვნა "ობიექტურობას მოკლებულია".
როგორც ნარმანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ის არ აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებიდან გამომდინარე თანამდებობა დატოვოს.
"რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა ობიექტურობას მოკლებულია... მე, მოსახლეობის არჩეული მეტი, არ ვაპირებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებიდან გამომდინარე, ჩემი თანამდებობა დავტოვო", - აცხადებს დავით ნარმანია.
თბილისის მერის თქმით, მისი საქმიანობის ეფექტურობა ოპონენტების შესაფასებელი არ არის.
"ხალხმა უნდა შეაფასოს, მერი ეფექტურია თუ არაეფექტური. არ ვაპირებ საკუთარი თავის შეფასებას. ერთი, რაც ვიცი, რა რესურსებიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ვაკეთებთ – გაიძახით, რომ ცუდია და გადათხრილია ქალაქი. არ ვაკეთებთ და გაიძახოდნენ – მერია არ მუშაობს და არაფერს აკეთებსო", - განმარტავს თბილისის მერი