რუსეთს გააჩნია მაღალი სიზუსტის იარაღი და მისი გამოყენების ნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთს, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეუძლია ამ იარაღის გამოყენება.
რუსეთის პირველი პირი რუსეთის არმიის მოდერნიზებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა იძულებულია საკუთარი არმიის მოდერნიზება განახორციელოს მაღალი სიზუსტისა და მაღალი ტექნოლოგიური იარაღით, რადგან, მისი თქმით, ბევრი კომპლექსი მოძველდა, მსოფლიოში კი შეიარაღების სისტემა უმჯობესდება.
"პრინციპში, ყველა ჩვენი პარტნიორი, ყოველ შემთხვევაში ექსპერტთა დონეზე, ინფორმირებულია, რომ რუსეთს აქვს მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი. ერთია, ექსპერტთა დონეზე იცოდე, რომ რუსეთს ასეთი იარაღი აქვს, და სხვა საქმეა დარწმუნდე, რომ ასეთი ნამდვილად არსებობს და რომ ის მართლაც მაღალი ხარისხისაა და კიდევ სხვაა, რომ არსებობენ ადამიანები, კარგად გაწვრთნილი, მომზადებულები, რომლებსაც მათი სისტემურად გამოყენება შეუძლიათ. ასევე, რუსეთს გააჩნია ნება მისი გამოყენების, თუკი ეს შეესაბამება ეროვნულ და ხალხის ინტერესებს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო ინტერვიუში.