ანკარაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს

ანკარაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, იმ ადგილას, სადაც გუშინდელ ტერაქტს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქციაში თურქეთის ათასობით მოქალაქე მონაწილეობს.

"ფრანს პრესის" ცნობით, შეკრებილები ანტისამთავრობო, მათ შორის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ.

ბოლო ინფორმაციით, ანკარაში გუშინდელი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 95 ადამიანი, 246 დაიჭრა, მათგან 48 კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებებში რჩება. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.