ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების "ტორნადოს" ტიპის თვითმფრინავები "ჰაერი-ჰაერი" ტიპის რაკეტებით აღიჭურვება, რომელთა მეშვეობით მფრინავებს ნებას დართავენ "საფრთხის შემთხვევაში" რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდონ. ამის შესახებ "თაიმსი" ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სამხედრო თვითმფრინავებზე, რომლებიც მოქმედებაშია მოყვანილი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერაყის ტერიტორიაზე.
ამ დრომდე "ტორნადოები" აღჭურვილები იყვნენ კოსმოსური მართვის ბომბებით, რადგან საჰაერო შეტაკების საფრთხე არ ყოფილა. თუმცა, გამოცემის წყაროს განცხადებით, ახლა ვითარება შეიცვალა. "თაიმსის" ცნობით, ბრიტანული თვითმფრინავები ახლა უკვე მართვადი რაკეტებით "ASRAAM"-ით იქნება აღჭურვილი, რომელსაც ნებისმიერ სამხედრო თვითმფრინავის განადგურება შეუძლია.