ისრაელმა

ისრაელმა "ჰამასის" ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანა

ისრაელმა ღაზას სექტორში, "ჰამასის" ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანა. კონფლიქტი არაბებსა და ებრაელებს შორის ისრაელის ქალაქებში და პალესტინის ტერიტორიაზე უკვე ორი კვირაა, გამწვავებულია. არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, სამი კი, სავარაუდოდ, ნანგრევებს ქვეშ არის მოქცეული. ექიმების ინფორმაციით, დაღუპულია ფეხმძიმე ქალი და მისი სამი წლის ქალიშვილი.