ქაბულის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

ქაბულის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთში, ქაბულის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დღეს დილით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სამხედრო კოლონაზე განახორციელა შეტევა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიჭრა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა ნატო-ს ორი სატრანსპორტო საშუალება. სამხედროებიდან არავინ დაშავებულა. 
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.