ახალშენში მეწყერმა სავარაუდოდ, ერთი მამაკაცი მოიყოლა

ახალშენში მეწყერმა სავარაუდოდ, ერთი მამაკაცი მოიყოლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მეწყერმა სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მოიყოლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების ცენტრის თანამშრომელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, მეწყერი გვიან ღამე ჩამოწვა. მისივე განმარტებით, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები. 
ახალშენში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კარიერის მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მიწის მასამ საყარაულო ჯიხური მოიყოლა, სადაც სავარაუდოდ, ერთი ადამიანი იმყოფებოდა.