ანკარაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა

ანკარაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 246-ს მიაღწია. 
თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, ამ ტერორისტული აქტის უკან შეიძლევა იდგეს "ისლამური სახელმწიფო", "ქურთისტანის მუშათა პარტია" და ორი მემარცხენე ექსტრემისტული დაჯგუფება. 
თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებები პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა. 
მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.