არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე.
ბრიტანული გამოცემა "ეხპრესს.ცო.უკ" ამ ინციდენტის შესახებ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის თანახმად, მათ დაინახეს რუსეთის თვითმფრინავის ვარდნა ქალაქ ჰრაითანთან ახლოს, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს. გამოცემის ინფორმაციით, იმ დროისთვის ახლოს დაფრინავდნენ თურქული თვითმფრინავები.
ამავე გამოცემის ცნობით, არც თურქეთის და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროებში აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.