ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან ნალექიანი ამინდები მოსალოდნელი არ არის.

როგორც გვაზავამ "პირWელთან" საუბარში აღნიშნა, ხვალიდან, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

"ნალექიანი ამინდები ხვალიდან შეწყდება. 12 ოქტომბრის მეორე ნახევარში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, თუმცა, უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი", - განაცხადა გვაზავამ.