86 დაღუპული, 186 დაშავებული - ანკარაში ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

86 დაღუპული, 186 დაშავებული - ანკარაში ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ორი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 86 ადამიანი დაიღუპა, 186 კი, დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული.

ტერაქტები სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე განხორციელდა. აქტივისტები მიტინგის გამართვას "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად აპირებდნენ.

მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარება გამოხატეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. მათ დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.