"შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, სამძიმარს უცხადებს.

"შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ შემზარავ ტრაგედიას ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი, დაჭრილია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ უმძიმეს წუთებში. ტერორიზმი კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტებაა და მას საზღვრები არა აქვს. ვერც ერთი სახელმწიფო ტერორიზმს მარტო ვერ გაუმკლავდება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ებრძოლოს ამ უდიდეს დანაშაულს",- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად ანკარაში 30 ადამიანი დაიღუპა, 126 კი, დაშავდა.