ანკარაში რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა

ანკარაში რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა

თურქეთის დედაქალაქში რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

"CNN turk"-ის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების უამრავი მანქანა. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობები დააზიანა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.