უკრაინა და რუსეთი ვალის რესტრუქტურიზაციაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა, უკრაინელ კოელგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთის წინაშე არსებული ვალი უნდა დაიფაროს. ჩვენმა კოლეგებმა უკრაინის ფინანსთა სამინისტროდან საპასუხოდ გვაცნობეს, რომ ბიუჯეტში ამხელა თანხა არ აქვთ და შემოგვთავაზეს, სხვა კომერციულ კრედიტორებთან ერთად, ვალის რესტრუქტურიზაციაში მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა, ჩვენ კომერციული კრედიტორი არ ვართ, ამიტომ მსგავსი პირობები ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა სილუანოვმა.
რუსეთი უკრაინისგან 3 მილიარდი ოდენობის ვალის დაფარვას მიმდინარე წლის ბოლომდე ელოდება.
კიევმა მოსკოვისგან კრედიტი ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.