დიდი ბრიტანეთი და გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნებას უჭერენ მხარს. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
მერკელი და ქემერონი აცხადებენ, რომ ევროკავშირის სანქციები ძალაში უნდა იყოს მანამ, სანამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული მინსკის შეთანხმებები ბოლომდე არ შესრულდება. ამასთანავე, ორი ქვეყნის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინისთვის ფინანსური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.
დევიდ ქემერონმა და ანგელა მერკელმა ასევე, სირიაში არსებული ვითარებასა და ტერორისტულ საფრთხეებზე იმსჯელეს.