ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს და არ მისცეს აშშ-ს უფლება, საკუთარი პოლიტიკა უკარნახოს

ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს და არ მისცეს აშშ-ს უფლება, საკუთარი პოლიტიკა უკარნახოს

ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს და არ მისცეს აშშ-ს უფლება, საკუთარი პოლიტიკა უკარნახოს, - "ბი-ბი-სის" ცნობით, ეს განცხადება ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა. 
"რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ. ეს არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა", - განაცხადა იუნკერმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთს პატივი უნდა სცენ.
ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი. როგორც მან, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, იუნკერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების პროცესი დაიწყება.