"ნატო“-ს საკითხებში ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ქონებას ყიდულობს, ჭორია.
როგორც თორნიკე შარაშენიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, თუ ბიძინა ივანიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ქონებას ყიდულობს, მაშინ, ის პირადად უნდა იყოს შეკრული ვლადიმერ პუტინთან.
„აფხაზეთში რუსებიც კი ვერ ყიდულობენ ესე მარტივად ქონებას. დღემდე არის სერიოზული პრობლემა რუსებისთის, რომ უძრავ ქონებას ვერ იფორმებენ. რა გზით და მექანიზმებით უნდა იყიდოს ბიძინა ივანიშვილმა ქონება? მე არ ვიცი. ერთადერთი ვარიანტი რჩება, სიტყვაზე, მაშინ, ბიძინა ივანიშვილი პირადად შეკრულია პუტინთან და იქიდან ყიდულობს. სისულელე მგონია. ზღაპარია, შეთქმულების თეორიის მე არ მჯერა, ასე რომ, ვიღაცამ ჭორი ააგორა და ამ ჭორზე აფხაზებიც და სამწუხაროდ, ჩვენთანაც ვიღაც-ვიღაცეები ავარდნენ“,-განაცხადა შარაშენიძემ.
ექსპერტის შეფასებით, თუ დავუშვებთ, რომ ივანიშვილმა მთელი აფხაზეთი იყიდა, შესაძლოა ეს კარგიც იყოს.
„გააჩნია რა სტატუსით იყიდა, სიტყვაზე, თუ ყიდულობს, დამოუკიდებელ სახელმწიფო აფხაზეთში გასაგებია, ეგ მის აღიარებას ნიშნავს. მაგრამ, თუ მთელი აფხაზეთი იყიდა და ჯიბეში ჩაიდო, შეიძლება ეს კარგიც იყოს, ხო? თუმცა, არა მგონია, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ექსპერტმა.