დატოვა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ბესლან ჰაგბამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "ტასს" რაულ ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციაში განუცხადეს.
წყაროს თანახმად, ხაჯიმბამ ბესლან ჰაგბა იმის გამო გაათავისუფლა, რომ ე.წ. შსს-ს მუშაობით უკმაყოფილო იყო. ხაჯიმბას გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი "რესპუბლიკაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესება" გახდა.
თავის მხრივ, "სპუტნიკ აფხაზია" წერს, რომ დღეს დილით ბესლან ჰაგბა ე.წ. შსს-ში მივიდა და თანამშრომლებს დაემშვიდობა.
ბესლან ჰაგბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.