152 მსჯავრდებულიდან, 103 საპატიმროს დღესვე დატოვებს. 49 მსჯარვდებულს კი სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალბატონია, 8 - კი არასრულწლოვანი. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, სულ 910 განცხადება იყო კომისიაში შესული და კომისიამ მხოლოდ 152 მათგანზე მიიღო დადებითი რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტს გადაეგზავნა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, შეწყალებულ პატიმართა ძირითადი ნაწილი ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული.