ჩვენ მეტი პროგრესი უნდა დავინახოთ კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმაბა საქართველოს პროგრესს რეფორმების გზაზე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა.
"არსებითი პაკეტი, რომელზეც შარშან შევთანხმდით, ახლა რეალობად იქცა. თბილისში ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნა. საქართველოში, სწავლება Aგილე შპირიტ-ის დროს, ნატო-სა და ქართველი სამხედროები ერთად გავწვრთენით, გავაძლიერეთ პოლიტიკური კონსულტაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზეა და საქართველოც სწორ გზაზე დგას"-აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღწეული პროგრესი შეფასდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
"ჩვენ მეტი პროგრესი უნდა დავინახოთ რეფორმების საკვანძო დარგებში, განსაკუთრებით კანონის უზენაესიბასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი პარტნიორია და ეს კავშირები კიდევ უფრო ძლიერდება.