ბალტიის ქვეყნებში ჩვენი ძალების მობილიზება არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ უკრაინაში, ყირიმში, ასევე საქართველოში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის ფარგლებშ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ალიანსის ყველა წევრი სრულად თანხმდება, რომ ნატო-მ უნდა უპასუხოს რუსეთის ქმედებებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა აღმოსავლეთით, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობები, ჩვენ ვეხმარებით და ვმუშაობთ მათთან", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.