მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი 7 სამინისტროს მოსმენას გეგმავს.
დღეს კომიტეტი იუსტიციის სამინისტროსა და შს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს ისმენს. იუსტიციის სამინისტროდან პარლამენტში წარმოდგენილია იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ხოლო შს სამინისტროს ანგარიშს დეპუტატებს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცნობს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, ხვალ კომიტეტი მოისმენს ჯანდაცვის, განათლების და სასჯელაღსრულების სამინისტროების ანგარიშს. გარდა ამისა, დაგეგმილია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.
ანგარიშებს კომიტეტს მინისტრის მოადგილეები წარუდგენენ.