საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მორაგბეებს გამარჯვებას ულოცავს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ "ბორჯღალოსნებით" თითოეული ქართველი ამაყია.
"მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის და გამარჯვებისთვის. გილოცავთ, ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს! მე ვამაყობ ჩვენი "ბორჯღალოსნებით" და დარწმუნებული ვარ, ამაყია თითოეული ქართველი",- წერს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი.
ქართველმა მორაგბეებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს. "ბორჯღალოსნებმა" ნამიბიის ნაკრები 17:16 დაამარცხეს.