"ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტების მორიგი ციფრული პაკეტი გადასცა, რომელიც აფხაზეთის ქალაქების საარქივო ტექნიკურ დოკუმენტაციას ეხება , - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გამართული დისკუსიების შეფასებისას გამოაქვეყნა.
მათივე ცნობით, ქართული მხარისგან მიიღეს დიდი ოდენობით სხვა მნიშვნელოვანი მასალაც, რომელიც აფხაზეთის საარქივო დაწესებულებებს გადაეცემათ".
ე.წ.საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჟენევის დისკუსიაზე მხარეები საარქივო მასალების კუთხით მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
"დისკუსიების ფარგლებში აფხაზური მხარისგან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. ჟენევის დისკუსიაზე ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი განხილული არ იყო",-ნათქვამია ოკუპირებლი აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განხაცდებაში.