ქობულეთში, სტიქიის ადგილზე მაშველები გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩავიდნენ. ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში ქუჩები და სახლები დაიტბორა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, ქუჩებში წყლის დონე მაღალია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები. ასევე ჩართულები არიან დამხმარე ძალა, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს განყოფილების მეხანძრე-მაშველები.