ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა მიმდინარეობს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებია.
თინათინ ხიდაშელი და გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს დელეგაცია ბელგიის სამეფოში დღეს გამთენიისას გაემგზავრა.