ჩვენ მზად ვართ კრიტიკისთვის, თუმცა სამართალწარმოების პროცესს სჭირდება გარკვეული სიმშვიდე და მხარდაჭერა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
გვენეტაძის თქმით, საკანონმდებლო დონეზე პროცესიის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ არ დგას.
"რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა. ყველა საქმესთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა პროცესის გამჭვირვლობასთან დაკავშირებით სრულყოფილია – პროცესზე დასწრების, გაშუქების, შეფასების, კრიტიკის გამოთქმის უფლება არსებობს და ამდენად ეს პროცესი მიმდინარეობს. ვისურვებდი, რომ სასამართლოსაც მიეცეს ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა. აქვე გავიმეორებ, რომ ჩვენ მზად ვართ კრიტიკისთვის, თუმცა სამართლაწარმოების პროცესს სჭირდება გარკვეული სიმშვიდე, მხარდაჭერა და ეს უკვე მხარეებს შორის გადასაწყვეტი პოზიციებია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო გვენეტაძემ.