საქართველოს პრეზიდენტი ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივან ვილჰელმ კრულს შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოში მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო, ასევე, ილიაუნის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტს, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტს, რომელთა თანადამფინანსებელიც არის ფოლკსვაგენის ფონდი. შეხვედრას ესწრებობდა ილიაუნის  რექტორი გიგა ზედანია.

როგორც ცნობილია, ფოლკსვაგენის ფონდი მეცნიერების ყველა სფეროში კვლევით პროექტებს აფინანსებს და სამეცნიერო სფეროების განვითარების ხელშეწყობას ახორციელებს.