ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, თბილისის მერი და ვიცე მერი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარა.
შეხვედრის მთავარი თემა სავარაუდოდ, მერიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მთავრობის რიგით მე-6 თანამდებობის პირმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობის დატოვებას თბილისის მერი დავით ნარმანიაც გეგმავს. ამავე ცნობების თანახმად ნარმანიას მისი მოდგილე ლაშა აბაშიძე ჩაანაცვლებს.