იემენში პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია დაბომბეს

იემენში პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია დაბომბეს

იემენის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია ყუმბარმტყორცნებიდან დაბომბეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დედაქალაქ ადენში სასტუმრო "ალ-ქასრი" დაიბომბა, სადაც ხელისუფლების წევრები იმყოფებოდნენ. 
დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ტელეკომპანია "ალ-არაბიას" ცნობით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა.
იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე წელიწადია, გრძელდება. საერთაშორისო კოალიცია იემენის ტერიტორიას მარტიდან ბომბავს. ქვეყნის უმეტეს ნაწილს მეამბოხეები აკონტროლებენ.
გაერო-ს მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იემენში კონფლიქტის შედეგად 4 500-მდე ადამიანი დაიღუპა. აქედან სულ მცირე 2 110 - სამოქალაქო პირია.