ვეტერან ფეხბურთელ დავით მუჯირის განცხადებით, რეზი არველაძეს ჩაკეტილი ჰყავს დელეგატები და არ აძლევს მათ რეგისტრაციის გავლის საშუალებას.
დავით მუჯირის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რეზი არველაძე აიძულებს დელეგატებს, ჩაშალონ არჩევნები.
ოთახიდან, სადაც დელეგატები არიან ჩაკეტილები, ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა, რომ დელეგატები ჩაკეტილები არ არიან, მაგრამ ისინი არ აპირებენ ყრილობაზე დასწრებას, სანამ გეგა გობეჯიშვილი არ მივა.
დელეგატები აცხადებენ, რომ რეგისტრაციას მხოლოდ მას შემდეგ გაივლიან, რაც სასამართლო გეგა გობეჯიშვილს გაათავისუფლებს.
ამ დროისთვის ყრილობაზე რეგისტრაცია 17 დელეგატს აქვს გავლილი, ყრილობის გახსნა კი, იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რეგისტრაციას 18 დელეგატი გაივლის.