თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები მოითხოვენ, რომ დაყონებლივ მოხდეს გიგი უგულავას განთავისუფლება და აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწუყვეტილება.
მათ საქალაქო სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩააბარეს. როგორც ადვოკატები აცხადებენ უგულავა გუშინვე უნდა გათავისუფლებულიყო და მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონობაა.
ადვოკატებს მოლოდინი არ აქვთ, რომ საკონსტიტუცო სასამართლოს გადწყვეტილების აღსრულება მოხდება. თუმცა აცხადებენ, რომ სასამართლომ შუამდგომლობის ჩაბარებისთანავე დაუყონებლივ ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება.
რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, როგორც ცნობილია გიგი უგულავა დასკვნით სიტყვით გამოვა და შესაძლოა მოსამართლემ აღნშნულ საქმეზე დღესვე მიიღოს გადაწყვეტილება.