ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი თავდასხმების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ორი აფეთქება იმ უბანში მოხდა, სადაც მაღაზიებია განთავსებული და რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ამ დრომდე ბაღდადში შიიტებით დასახლებულ უბნებში არაერთი თავდასხმა განხორციელებულა, მათი უმრავლესობა სუნიტი მებრძოლების მიერ იყო ორგანიზებული.