საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავას ახლობლები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით უგულავას საქმეზე პროცესი გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს აქვთ მოლოდინი, რომ დღეს გიგი უგულავა პატიმრობიდან განთავისუფლდება.
როგორც ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა განუცხადა მთავრობას სხვა არჩევანი, გარდა იმისა რომ უგულავა გაანთავისუფლოს არ გააჩნია. ნადირაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოვიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მანვე პოზიციის დაფიქსირებიკენ საქართველო სახალხო დამცველსაც მოუწოდა.
„ყოველი წუთი, რომელსაც უგულავა პატიმრობაში გაატარებს ამ მთავრობის პოლიტიკურ დასასრულს მოაახლოვებს. ასევე გიგი უგულავას გამოსვლა მოაახლოვებს მთავრობის პოლიტიკურ დასასრულს. მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამაყად აცხადებს, რომ არის კონსტიტუციის გარანტი, გამობრძანდეს და თავის პოზიცია გაახმაუროს. რას ფიქრობს იმაზე, რომ ივანიშვილის პინგვინებმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. მოვუწოდებ უჩა ნანუაშვილს გაახსენდეს თავის მოვალეობა და საჯაროდ გვითხრას თავისი პოზიცია“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დღევანდელ პროცეს გიგი უგულავს მეუღლე ლელა კილაძეც ესწრება, რომელიც კომენტარის გაკეთებას პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.