საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება პარლამენტარის საქმე არ არის.
როგორც ბერძენიშვილმა "პირWელთან" საუბარში აღნიშნა, სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის გადაწყვეტილებებში პარლამენტის წევრები არ ერევიან.
"სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობის შეფასება პარლამენტარის საქმე არ არის. სასამართლო თავის საქმეს აკეთებს, ჩვენ მას ვენდობით, იმიტომ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ესაა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და პარლამენტის წევრები დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობაში არ ერევიან. მე ამას შეფასებას ვერ მივცემ. წაიკითხეთ გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან იქნება გამოქვეყნებული", - განაცხადა ბერძენიშვილმა.