ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსისვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კიდევ ერთხელ დასჭირდება ვალუტას, რომ მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება ამის განხილვა დაიწყება.
მინისტრის თქმით, დღეს არსებული პარამეტრებით ამის საჭიროება არ არსებობს.
„ბიზნესმენებისთვის აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ვალუტის კურსი. თუ რა ქმედებებს განახორციელებს, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე ეროვნმული ბანკი. დღვანდელ შეხვედრაზე ამაზე დეტალურად ვისაურებთ. მინდა დავადასტურო, რომ ფაქტიურად ყოველდღიურად ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენი უწყება ჩართულია, არსებულ მდგომარეობას ვაანალიზებთ. მაკროეკონომიკური პარანმეტრებით დღეს, ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში, ანუ კურსი უფრო მეტად გაუფასურებულია ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს. ჩვენ ვალუტაზე ზეწოლა წინა წელთან შედარებით შემცირებულია 100-180 მილიონი დოლარით, შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალო ვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. იმ შემთხვევაში თუ მოლოდინების ნაწილში მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება, ეროვნული ბანკი თავის მხრივ, მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება თავის მხრივ გაატარებს ყველა საჭირო ზომას. თუ კიდევ ერთხელ დასჭირდება ვალუტას, რომ მოხდეს ბიუჯეტის კორექტიტრება ამასაც განვიხილავთ. თუმცა დღეს არსებული პარამეტრებით ამის საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა.