გაერო-ს გენერალური მდივანი უნგრეთში გუშინ მიგრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"ბიბისის" ცნობით, უნგრეთის პოლიციამ მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პან გი მუნის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებლების მსგავსი მოპყრობა "მიუღებელია".
დაპირისპირება უნგრეთისა და სერბეთის საზღვარზე მოხდა. მიგრანტებმა სასაზღვრო ღობის გარღვევა სცადეს. დაშავდა 20 სამართადამცველი და რამდენიმე მიგრანტიც. პოლიციის განცხადებით, მიგრანტები ბავშვებს ფარებად იყენებდნენ და ასე ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას.
უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი ორი დღის წინ ჩაკეტა. მიზეზი თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის ზრდა გახდა. წელს უნგრეთში უკვე 200 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მათი დიდი ნაწილი გერმანიასა და ავსტრიაში ცდილობს გადასვლას.