სოფელ კაბალში სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს დაეცა

სოფელ კაბალში სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს დაეცა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში სპეციალური რადარიდან გასროლილი სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა.
 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გაჩნდა ცეცხლი, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სახლის სახურავი კედელი და საყოფაცხოვრებო ნივთები. 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.