2012 წლის ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა კახი კალაძემ, „ვერ ივარგა“ თუმცა ის პრემიერ მინისტრი და ქვეყნის პირველი პირი არ არის და არ არის იმ ტვირთის მატარებელი, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ამ შინაარსის განცხადებას ვალერი გელბახიანი ალიასთან ინტერვიუში აკეთებს. თუმცა, იურისტის თქმით, ის თანამონაწილეა იმ პროცესის, რომელსაც მთავრობა ანხორციელებს, „კალაძემ როგორც სიის პირველმა ნომერმა ვერ გაამართლა.
რა თქმა უნდა მოსახლეობის სოციალური ფონის დამძიმებაში კალაძის როლი არსებობს, ვგულისხმობ ელექტრო ენერგიისა და გაზის გადასახადის გაძვირებას. მანვე ვერ უზრუნველყო ვერც სათანადო კონპენსაციების და ბევრი მიმართლებით აქვს მას ჩავარდნა. მან ბიზნესში გამოიჩინა პირადი მონაწილეობა, შესულია კორუფციულ გარიგებებში, სახელმწიფოს ხარჯზე შოულობს ის ფულს. აქედან გამომდინარე კალაძე როგორც პოლიტიკური ფიგურა აღარ ჩანს ისეთი კაშკაშა როგორც აქამდე ჩანდა და როცა ხალხს მის სფეროში უმძიმდება ყოფითი პირობები, უძივრდება სამომხმარებლო კალათი რა თქმა უნდა მოსახლეობა ამას კალაძეს მიაწერს,"- აცხადებს ,,ალიასთან" ინტერვიუში ვალერი გელბახიანი.
197
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85