საპარალმენტო უმრავლესობი ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაზე თბილისის მერიას კიდევ ერთხელ საჯაროდ უპირისპირდება. ოზურგეთის მაჟორიტარის განცხადებით, პეკინის გამზირზე საბავშვო ბაღის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებასთან დაკავშირებით მას მერიის წარმომადგენლებს არაერთხელ სთხოვა, რომ ხალხთან მისულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ, მაგრამ მის თხოვნას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. დეპუტატი ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს ვისთან ჰქონდა საუბარი, თუმცა, აცხადებს, რომ თუ მის განცხადებებს სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, იგი უკვე კონკრეტულ გვარებს გააკრიტიკებს. ,,მეზობლებსაც ასეთი დამოკიდებულა აქვთ, უბრალოდ ადამიანად ჩაგვთალოს და მოვიდეს ვიღაც და დაგველაპარაკოსო, საჩივარი დაწერეს და პასუხი არავინ გასცა. საქმე სასამართლოშიც აქვთ შეტანილი, მაგრამ ჯერ განხილვაც არ დაწყებულა...რატომ ქმნიან პრობლემას იქ სადაც შეიძლება რომ არ შეიქმნას. ამას ვერანაირად ვერ ვხვდები, ეს საკითხი შესასწავლია. საკითხის ტექნიკურად გადაწყვეტა აუცილებელია, ვიღაცეებმა კომპეტენტური დასკვნა უნდა დადონ. ადამიანებთან ასე მოქცევა უსამართლობაა და არ შეიძლება. შემდეგ გამოდიან და ხელისუფლებას ლანძღვენ. მე ვიცი, ეს არის უბრალოდ უნიათობისა და გულგრილობის ბრალი, რადგან არავინ მოსულა და მათ ხალხი ასე ჰკიდიათ ამიტომაც დავწერე, მეც ,,დაგიკიდებთ და საჯაროდ გაგაკრიტიკებთ მეთქი,“- აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე გაზეთ ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში.
წყარო „რეზონანსი“
243
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85