იმისთვის, რომ გიგი უგულავამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს, - ამის შესახებ განმარტებას ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქვეყნებს. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით არასწორი განცხადებები კეთდება.
"მოკლე იურიდიული განმარტება სიცხადისთვის: იმისთვის, რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს. საკონსტიტუციო სასართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვიდრე არ მოჰყვება საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება პირის გათავისუფლების თაობაზე, ავტომატურ რეჟიმში ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობით ვერ მოხდება. არასწორი ინტერპრეტაციები ისმის საჯარო კომენტარებში", - აცხადებს ბესელია.