საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ პროგრესული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში პროკურატურა პირს ვერ დააპატიმრებს და წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვეზე მეტი ხნით ვეღარ გააჩერებს, რაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია.
"ამ გადაწყვეტილებამ ცალსახად დაადასტურა, რომ უგულავა ანტიკონსტიტუციურ პატიმრობაში იმყოფება, რის გამოც ის უკანონო პატიმარია. ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ტურავას სამარცხვინო საქციელმა საზოგადოებას დაანახა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და პატიმრობაში მისი თუნდაც ერთი წუთით გაჩერება სისხლის სამართლის დანაშაულია. ხელისუფლებას მოვუწოდებ გონიერება გამოიჩინოს, კანონსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი სცეს და უგულავა გაათავისუფლოს", - განაცხადა ბაქრაძემ.