საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

"ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1 და 6 მუხლებთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების, ან ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა.

როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.