აშშ-ის ახალი ელჩი იან კელი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის ახალი ელჩი იან კელი საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი იან კელი, მეუღლესთან, ფრანჩესკასთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა.

როგორც ელჩმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, 30 წელია, დიპლომატია და სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ნატრობდა, იყო საქართველოში მუშაობა.

"მე და ჩემი მეუღლე ფრანჩესკა ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ჩამოვედით თბილისში და ვიმსახურებთ აქ. 39 წლის წინ ვიყავი საქართველოში პირველად, ვერ ვსაუბრობ ქართულად, მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცი – "გამარჯობა". მე და ფრანჩესკას ყოველთვის გვინდოდა ჩამოვსულიყავით თბილისში. უკვე 30 წელია ვარ დიპლომატი და ერთადერთი სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი, იყო საქართველოში მუშაობა. ვიდრე გადავცემ ხვალ რწმუნებათა სიგელებს პრეზიდენტს, ბევრს არ ვისაუბრებ და შევეცდები, თავი შევიკავო დღეს, თუმცა, ჩემს ძირითად პრიორიტეტად ვხედავ, საქართველოს დავუჭირო მხარი, გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, გახლავთ საქართველოს მხარდაჭერა, მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, რაც გაცხადებულია საქართველოს მიერ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოსი, ასევე, საქართველოს მისწრაფებების და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების", - განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნულ პოსტზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.