ბიზნესმენმა რომან ფიფიამ 13 ივნისის სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩენილ 5 ოჯახს თბილისში ბინა შეუძინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენ რომან ფიფიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბინები უკვე შეძენილია და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოქტომბრის ბოლოს გადაეცემათ. დაპირებისამებრ, როგორც რომან ფიფიამ სტიქიის მეორე დღესვე განაცხადა, ბინები გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდნენ.
"ბიზნესმენმა რომან ფიფიამ ახალაშენებული ბინები თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უკვე შეიძინა. ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ რაც დამთავრება რემონტი და საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის შეძენა, შერჩეულ 5 ოჯახს ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო დახმარების პროგრამაში და რომლებსაც ფინანსურად ყველაზე მეტად უჭირს", - აცხადებენ ფიფიას წარმომადგენლები.