ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქეთის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა ბაქოში, თურქ კოლეგა ფირუდინ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"აზერბაიჯანულმა და ქართულმა მხარეებმა ყველა სამუშაო დაასრულეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ წლის დასასრულს ან მომავალი წლის დასაწყისში სამუშაოებს თურქული მხარეც დაასრულებს. ეს სტრატეგიული პროექტია და ის მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ცენტრალური აზიისთვისაც. ჩვენ ეს საკითხი ყაზახეთთანაც განვიხილეთ. პროექტით თურქმენეთი და ჩინეთიც არიან დაინტერესებულნი", - განაცხადა მამედიაროვმა.