ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კოლეგებს მოუწოდებს ერთად შექმნან მომავალი არჩევნებისთვის ნორნალური პირობები.
ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საარჩევნო რეფორმაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს ხელისუფლებისგან არაფერი ისმის, გარდა ზოგადი ფრაზებისა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ამ რეფორმის გატარებას და თავის მართლებისა, რომ რეფორმის გატარება 2016 წლამდე შეუძლებელია, მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ სახელით პარლამენტში შემოსულია დადგენილების პროექტი, რომელსაც საფუძვლად დაედო არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლების მიმართვა და მოგმართავთ ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ოპერატიულად შევიკრიბოთ, გავაგრძელოთ ის დანაპირები, რომლებიც თავის დროზე ერთად შევქმენით. მაშინ, როდესაც ზვიად ძიძგური იყო კომისიის თავმჯდომარე და ჩვენ აქცენტი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გავაკეთეთ, შემდგომში ვაპირებდით საპარლამენტო რეფორმაზე გვესაუბრა. მოკლედ, შევიკრიბოთ ამ ფორმატში. ძალიან მარტივად, ძალიან სწრაფად შესაძლებელია უახლოეს პერიოდში ამ გადაწყვეტილებების მიღება, თუ ვუერთგულებთ იმ დაპირებებს, რაც ყველას ერთად გვქონდა“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ერთმანდატიანი პარლამენტის შექმნას მოითხოვს.