მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ჯოკია ბოდოკია და მერაბ ტურავა ამ ხელისუფლების სიმბოლოები არიან

მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ჯოკია ბოდოკია და მერაბ ტურავა ამ ხელისუფლების სიმბოლოები არიან

ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ჯოკია ბოდოკია და მერაბ ტურავა ამ ხელისუფლების სიმბოლოები არიან.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, მერაბ ტურავა არის ადამიანი, რომელმაც მოსამართლეობის პერიოდში ქრთამის აღება "გადაუდებელ აუცილებლად" მიიჩნია.

"ამ შემთხვევაში მერაბ ტურავამ ნოუ-ჰაუ მოიგონა და ის გააკეთა, რაც 25 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში არ მომხდარა. მისი გადაწყვეტილება არის სამარცხვინო და მას გული კი არ აქვს ცუდად, არამედ გულყრები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავა ოთხი თვე უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.